Jump to content
Planeta.Ge

შვედეთის ელჩი „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე - ჯერ კიდევ არის დრო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს


მიგვაჩნია, რომ ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებთან, შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროინტეგრაციასთან. ჯერ კიდევ არის დრო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ყველამ ვნახეთ შეთანხმებული პასუხი საქართველოს უახლოესი საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორებისგან, ევროკავშირისგან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან, გაერო-სგან და სხვებისგან. შეშფოთებული ვართ ამ საკანონმდებლო ინიციატივის გამო. მიგვაჩნია, რომ ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებთან, შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროინტეგრაციასთან. ჯერ კიდევ არის დრო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს. იმედი მაქვს, რომ საქართველო მთელი თავისი ენერგიისა და ძალისხმევის ფოკუსირებას იმ რეფორმების განხორციელებაზე მოახდენს, რომელიც შესაბამისობაშია 12 პრიორიტეტთან, რომელიც შესაბამისობაშია გაცხადებულ მიზანთან - უწყვეტ ევროინტეგრაციასთან, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა“, - აღნიშნა ელჩმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...