აფხაზური ღვინო ბელარუსში გავა
სოხუმი და მინსკი ბელარუსში აფხაზური ღვინის შეტანაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ტელეარხ Россия 24-ის ეთერში განაცხადა. მან დასძინა, რომ შესაბამის მოლაპარაკებას ხელი უახლოს მომავალში მოეწერება.
„განიხლება აფხაზეთში დამზადებული სხვა პროდუქციაც. მეორე მხრივ კი, ბელარუსში დამზადებული პროდუქტები, მათ შორის რძის პროდუქტები, აფხაზეთში შემოვა“, - განაცხადა არძინბამ.
ამასთან, არძინბას თქმით, სოხუმი და მინსკი სხვადასხვა ერთობლივი პროექტების რეალიზაციის იდეას განიხილავენ, მათ შორის ტურისტულ სფეროში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.