მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 223 მლნ ლარის ტენდერებში გაიმარჯვეს -TI
3 თვეში პარტიებმა 742 230 ლარის შემოწირულება მიიღეს - 50% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. საუბარია 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე - ინფორმაციას საერთაშრისო გამჭირვალობა საქართველო ავრცელებს.
ამავე პერიოდში პარტიის შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 102 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, სულ კი 223 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 51 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს, მთლიანად კი 19 მილიონი ლარის პირდაპირი კონტრაქტი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არცერთი პარტიის ან შემომწირველის მიმართ სანქცია არ გამოუყენებია.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 742 230 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 370 000 ლარი (50%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზეა „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) 158,098 ლარით, ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 151 337 ლარით..
თამარ მუკბანიანი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.