ვოლოდიმირ ზელენსკი - წელს არის დრო, რომ გადაწყდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი - ერთად ბრძოლაში, ერთად გამარჯვებაში!
ერთი წლის წინ, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მე-5 დღეს, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა და კანდიდატის სტატუსი მიიღო, წელს არის დრო, რომ გადაწყდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება ევროპა.
„სწორედ უკრაინამ გააერთიანა ევროკავშირი ისე, როგორც არასდროს. სწორედ უკრაინა იცავს ევროპულ ღირებულებებს მომავალი თაობებისთვის. სწორედ უკრაინაა, სადაც ევროპა ხდება მთლიანი, თავისუფალი და მშვიდი. ერთად ბრძოლაში, ერთად გამარჯვებაში. გაუმარჯოს ევროპას! გაუმარჯოს თავისუფლებას!“- წერს ზელენსკი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.