ნათია მეზვრიშვილი - ოცნების კანონები იდენტურია რუსულის და უნგრულის და არა ამერიკულის
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოცნების კანონპროექტები პირდაპირი იერიშია კანდიდატის სტატუსზე და მიზნად ისახავს არჩევნებისთვის ველის მოსუფთავებას.
"კიდევ ერთხელ, მარტივი ფაქტები ოცნების პროპაგანდის საპირწონედ:
"კიდევ ერთხელ, მარტივი ფაქტები ოცნების პროპაგანდის საპირწონედ:
ამერიკული კანონი (FARA, 1938) ლობიზმზეა, ფაშისტურ/კომუნისტურ პროპაგანდას, რუსულ გავლენებს, მტრულ ძალებს ებრძვის, რუსული (2012) და მისგან გადმოწერილი უნგრული (2017) კანონები - არასამთავრობო სექტორს და მედიას.
ოცნების კანონები იდენტურია რუსულის და უნგრულის და არა ამერიკულის, რუსული გავლენების ნაცვლად მტრულ ძალად დასავლეთს აცხადებს, აგენტად რაცხავს ყველას, ვინც ოცნების აღქმით მისთვის საფრთხეა.
გამჭვირვალობა გამოგონილი მიზეზია. გამჭვირვალობის ვალდებულება ორგანიზაციებს კანონით ისედაც აქვთ. ამ მიზეზს იშველიებდა რუსეთიც და უნგრეთიც.
რუსული კანონზე დარღვევა დაადგინა სტრასბურგმა, უარყოფითად შეაფასა ვენეციის კომისიამ. უნგრულ კანონზე ევროკომისიამ (ერთ-ერთი, ვინც ჩვენთვის სტატუსის მონიჭებას წყვეტს) მიმართა მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს, რომელმაც თქვა, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და სამართალს. უნგრეთს მოუწია კანონის გაუქმება. რუსეთში კანონის ამოქმედებიდან დღემდე ასეულობით ორგანიზაციამ და მედიამ მუშაობა შეწყვიტა.
ანუ ოცნების კანონები - თავისი მიზნებით, კონტექსტით და სულისკვეთებით ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს და სამართალს, თავდაყირა აყენებს ევროკომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დადებით შეფასებას, ეწინააღმდეგება 12 პუნქტის მე-7 და მე-10 პუნქტებს.
ყველაფერთან ერთად, კანონები ზღუდავს არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, კანონს აქვს უკუძალა - ეხება ორგანიზაციების 2022 წლის საქმიანობას, ანუ ოცნებას ეჩქარება.
მაშასადამე, ოცნების კანონპროექტები პირდაპირი იერიშია კანდიდატის სტატუსზე და მიზნად ისახავს არჩევნებისთვის ველის მოსუფთავებას.
სტატუსის საბოტაჟის და არჩევნების გაყალბებისთვის მზადების მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.