შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას – აშშ აგენტების კანონპროექტზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
“ჩვენ ინფორმირებული ვართ ამ კანონპროექტის შესახებ და ღრმად შეშფოთებული ვართ მისი გავლენით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ გამოვხატეთ ეს შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ და არაერთხელ. შემოთავაზებული კანონპროექტი სტიგმატიზებას ეწევა და აჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც იღვწიან საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის. ასეთ კანონს შეუძლია, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ ბოლო წლებში ასე ნათლად დააფიქსირა არაერთხელ”, – განაცხადა ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოში ინიციირებული კანონპროექტის შესახებ კითხვის საპასუხოდ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტყუილია განცხადებები, თითქოს საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი დაფუძნებულია ამერიკულ FARA-ზე და თქვა, რომ ეს უფრო რუსული და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.