ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები ანადგურებენ ყველაფერს, რასაც უკრაინელები თავიანთი პოზიციების დასაცავად იყენებენ
დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები ანადგურებენ ყველაფერს, რაც უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი პოზიციების დასაცავად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მუდმივად ვიმყოფები კავშირზე ჩვენს მეთაურებს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიტუაციას აღმოსავლეთში, რა თქმა უნდა, დონბასში. ბახმუტის მიმართულება - სიტუაცია სულ უფრო რთულდება. მტერი მუდმივად ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი პოზიციების დასაცავად და გასამაგრებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით მებრძოლი ჯარისკაცები ნამდვილი გმირები არიან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დონბასში ამ და სხვა მიმართულებებს იცავს.
ინტერპრესნიუსი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.