Jump to content
Planeta.Ge

იაპონიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, სიაში მოხვდნენ „კალაშნიკოვის“ ხელმძღვანელი და „როსბანკი“


იაპონიის ხელისუფლებამ რუსეთის 39 მოქალაქეს, 73 ორგანიზაციას, რუსულ ბანკს და უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ 9 პირს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული რუსეთის ანექსიის მცდელობაში, სანქციების დაუწესა.

კერძოდ, სანქცირებული რუსების სიაში მოხვდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი, კონცერნ „კალაშნიკოვის“ ხელმძღვანელი ალან ლუშნიკოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წევრები. სიაში ასევე არიან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

გარდა ამისა, იაპონიის მთავრობამ სანქციები დაუწესა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, „როსბანკს“, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებსა და სხვა ორგანიზაციებს.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ორგანიზაციების აქტივები, აღმოჩენის შემთხვევაში, გაიყინება.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...