აშშ-ის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
მედიის ცნობით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა.
იელენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდა.
როგორც მედია წერს, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს განუცხადა, რომ „ამერიკა იდგება უკრაინის გვერდით, იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება“.
„აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, მე კიევში ვარ, რათა დავადასტურო ჩვენი ურყევი ერთგულება უკრაინისადმი, განვიხილო გზები, როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა - მათ შორის ეკონომიკური დახმარების საშუალებით - და პატივი მივაგო უკრაინელი ხალხის მამაცობას რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ“, - აღნიშნა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.