Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - ე.წ. აგენტების კანონს „ქართული ოცნება“ კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით განიხილავს, რაც მოღალატეობრივ მცდელობას წარმოადგენს


პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარია განცხადებით, ე.წ. აგენტების კანონს „ქართული ოცნება“ კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით განიხილავს.

როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა წაართვას.

„ე.წ. აგენტების კანონის განხილვა, რასაც კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ასრულებს „ქართული ოცნება“, წარმოადგენს მოღალატეობრივ მცდელობას, საქართველოს წაართვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა და ამავე დროს, შეინარჩუნონ ძალაუფლება. პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

interpressnews

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...