Jump to content
Planeta.Ge

„ვინ რას იმეორებდა, არ არის საინტერესო“ — კობახიძე პუტინთან მისი პოზიციის თანხვედრაზე


“უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ ვლადიმირ პუტინისა და ირაკლი კობახიძის განმარტებებს შორის მსგავსებაზე თავად ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არ არის საინტერესო, “ვინ რას იმეორებდა, საინტერესოა ფაქტები”. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა დღეს, 27 თებერვალს, პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძეს იმ დროს ჰკთხეს მისი და პუტინის პოზიციების მსგავსებაზე, როცა ამბობდა, რომ “ხალხის ძალის” კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო ანალოგიურ რუსულ კანონთან.

“ვინ რას იმეორებდა, არ არის საინტერესო, საინტერესოა ფაქტები…”, – თქვა კობახიძემ.

რუსეთში “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონი 2012 წელს მიიღეს, რის შემდეგაც ქვეყანაში დაიხურა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია. ვლადიმერ პუტინი კანონზე საუბრისას ამბობდა, რომ “რუსული კანონი” ამერიკაში 1938 წელს მიღებული “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის” შერბილებული ვერსია იყო. “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები ერთი-ერთში ემთხვევა პუტინის იმდროინდელ შეფასებებს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...