Jump to content
Planeta.Ge

კელი დეგნანი - ვეთანხმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო


ეროვნული ბანკის სანდოობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მისი დამოუკიდებლობა. ვეთანხმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და პრეზიდენტის მოსაზრებებს, რომ ეს ცვლილებები არ არის აუცილებელი და საჭირო, მაშინ, როდესაც ეროვნულ ბანკში ისეთი გუნდია, რომელმაც ასე კარგად მართა ყველაფერი ამ პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის განცხადებით, ეროვნული ბანკის წარმატებულ მუშაობაზე მეტყველებს ის სტატისტიკა, რომელიც ბანკმა წარადგინა.

„რატომ უნდა შეიცვალოს ეს გუნდი, რატომ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა, რამაც მოიტანა ასეთი სტაბილური ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებით, ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო „კოვიდი“, შემდეგ იყო რუსული ფულის შემოდინება რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამ ყველაფერს, ამ გამოწვევებს ძალიან კარგად გაართვა თავი ბანკმა. შესაბამისად, დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი სტაბილურობისთვის. დასანანია, რომ აღნიშნული კანონი, ასე ვთქვათ, ნაჩქარევად იქნა შემუშავებული. ასევე, ის ეწინააღმდეგება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ბანკის დამოუკიდებლობა ასეთ რთულ და მღელვარე პერიოდში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა 23 თებერვალს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცვლილებებით შემოდის ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რაც ეჭვს იწვევს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...