Jump to content
Planeta.Ge

პარლამენტში „გავლენის აგენტების“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მისული ჟურნალისტები არ შეუშვეს


პარლამენტში არ შეუშვეს ჟურნალისტები, რომლებიც აპირებდნენ, რომ ბიუროს სხდომის პარალელურად გაეპროტესტებინათ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც დღეს „ხალხის ძალას“ საკანონმდებლო ორგანოში შეაქვს.

„პუბლიკის“ ჟურნალისტის ცნობით, მედიის ნაწილმა მოახერხა პარლამენტში შესვლა, თუმცა მეორე ნაწილი, რომელთათვისაც საშვების დაშვება დეპუტატებმა მოითხოვეს, საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. პარლამენტმა დეპუტატებს ჟურნალისტებისთვის საშვების დაშვება შეუზღუდა. პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებისთვის საშვებზე კვოტა დააწესეს.

„სტუდია მონიტორის“ მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ შენობაში მყოფ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მყოფმა უცნობმა პირმა საშვის გამოყენების უფლება არ მისცა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...