ნათია მეზვრიშვილი - ოცნების პროპაგანდისტ კობახიძეს მინდა ვუპასუხო: კანდიდატის სტატუსთან ამ კანონს კავშირი არ აქვსო - ტყუილია!
ოცნების პროპაგანდისტ კობახიძეს მინდა ვუპასუხო: კანდიდატის სტატუსთან ამ კანონს კავშირი არ აქვსო - ტყუილია! , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ კანონზე დისკუსიის დაწყებაც კი პირდაპირ კავშირშია სტატუსთან.
"მსგავსი უნგრული კანონპროექტი (რომელიც უნგრეთმა რუსეთისგან გადმოიღო) ევროკავშირის პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც იცით ვინ მიმართა? ევროკომისიამ, ანუ იმ ორგანოებმა, რომლებმაც ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტონ.
მისი თქმით, ამ კანონზე დისკუსიის დაწყებაც კი პირდაპირ კავშირშია სტატუსთან.
"მსგავსი უნგრული კანონპროექტი (რომელიც უნგრეთმა რუსეთისგან გადმოიღო) ევროკავშირის პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც იცით ვინ მიმართა? ევროკომისიამ, ანუ იმ ორგანოებმა, რომლებმაც ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტონ.
ეს კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება მე-7 და მე-10 პუნქტებს. ამ პუნქტების შესრულება პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატისის მიღებასთან.
რამდენიმე თვის წინ კომისიამ დადებითად შეგვიფასა კანონმდებლობა ევროკავშირის სამართალთან მისი შესაბამისობის გამო. ამ კანონის დაინიცირებით, სადაც დადებითად შეგვაფასეს, იმასაც თავდაყირა გვიყენებენ.
ჩვეულებრივი პოლიტიკური თაღლითობაა კანონის სხვადასხვა ვერსიებზე საუბარი. ამერიკაში კანონს სულ სხვა მიზანი აქვს - უცხოურ ლობიზმს არეგულირებს. როცა მიიღეს, მიზანი ფაშისტურ და კომუნისტუტ პროპაგანდასთან ბრძოლა იყო. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ამ კანონით რუსულ გავლენებს ებრძოდნენ. ოკუპირებულო ქვეყნის ხელისუფლებამ კი ამ კანონით მტრად არა რუსეთი, არამედ დასავლეთი გამოაცხადა. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა რა სახელს დაარქმევენ - ამერიკულს, ავსტრალიურს, ფრანგულს თუ გერმანულს. მთავარია მიზანი, რის გამოც ეს დისკუსია გახსნეს - ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნომ ძალაუფლება!
რაც შეეხება კანონების ვენეციის კომისიაში გაგზავნას, ვენეციის კომისია კანონებს სამართლებრივ-ტექნიკურად აფასებს და არა პოლიტიკურად. უკვე არაერთხელ აქვს შეფასებული ანალოგიური რუსული კანონი. ამიტომ კომისიაში ამ კანონების გაგზავნაც პოლიტიკური თაღლითობის ნაწილია.
ეს ყველაფერი შესანიშნავად იცის ქვეყნის ინტერესების ამ მოღალატემ. ამიტომ, ვერ აცდება პასუხისმგებლობას ვერავინ - ვერც მისნაირი შემსრულებლები, ვერც კანონის ინიციატორები და ვერც ხმის მიმცემები!", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.