Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის პრეზიდენტმა გაერთიანებული ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ედუარდ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„გათავისუფლდეს ედუარდ მიხაილოვიჩ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან“, - ნათქვამია ზელენსკის განკარგულებაში, რომელიც 26 თებერვლით თარიღდება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ -უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი, მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურად 2022 წლის 15 მარტს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მცირე ხანში დანიშნა. მანამდე ის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების “ოდესას” მეთაური და შტაბის უფროსი – ოპერატიული სარდლობის “ვოსტოკის” ჯარების მეთაურის პირველი მოადგილე იყო.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...