Jump to content
Planeta.Ge

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა


გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადაეცა. ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზე სამხედრო დახმარების სრული სია გამოქვეყნდა. ახალი პაკეტი მოიცავს Biber-ის ტიპის 6 ხიდის გამდებ ტანკს, პირველადი სამედიცინო დახმარების 20 000 კომპლექტს, 8 ერთეულ Zetros სატვირთო მანქანას და ზამთრის შენიღბვის 10 ბადეს.

ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინის არმიისთვის GEPARD-ის 300 000 ვაზნის გადაცემას გეგმავს. უსაფრთხოების მიზნით, ტრანსპორტირების მეთოდებისა და თარიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

„ფედერალური მთავრობა, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მხარს უჭერს უკრაინის არმიას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...