გერმანიის თავდაცვის მინისტრი - დიახ, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ამიტომ ის უნდა დაბრუნდეს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ კიევის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან.
მისი ვარაუდით, იგივე ეხება ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს განახორციელა.
„მიდრეკილი ვარ იმის თქმისკენ, რომ დიახ, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ამიტომ ის უნდა დაბრუნდეს“, - განაცხადა მან ინტერვიუში და დასძინა:
”მაგრამ კიდევ ერთხელ: ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი”.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი ჯარები საბოლოოდ განდევნიან რუსეთს ყველა დაკავებული ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულიდან.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.