მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას წინასწარ განსაზღვრული კლიშე აქვს, რომ ხელისუფლების ყველაზე ევროპულ გადაწყვეტილებას პრორუსული უწოდონ
ოპოზიციას წინასწარ განსაზღვრული კლიშე აქვს, რომ ხელისუფლების ყველაზე ევროპულ გადაწყვეტილებას პრორუსული უწოდონ , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებები შეაფასა „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას აქვს მცდელობაა, რომ „რუსულ ორიენტირებაში დაადანაშაულოს ხელისუფლება“.
"ეს ადასტურებს ჩვენი ოპოზიციის დამოკიდებულებას საკითხებისადმი, როდესაც მიუხედავად იმისა, თუ რეალობა, შინაარსი როგორია, მათ წინასწარ განსაზღვრული კლიშეები აქვთ, რომ ხელისუფლების ყველაზე ევროპულ გადაწყვეტილებას უნდა უწოდონ პრორუსული. მათი მცდელობაა, რომ რუსულ ორიენტირებაში დაადანაშაულონ ხელისუფლება“, - აღნიშნავს სარჯველაძე.
ცნობისთვის,„ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. ამასთან, "ხალხის ძალა" პარლამენტს ალტერნატიულ პროექტს - ამერიკული კანონის კოპირებას სთავაზობს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.