Jump to content
Planeta.Ge

მედია - იტალიაში მიგრანტების გემი ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა


მედიის ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40-ზე მეტის გადარჩენა მოხერხდა სამხრეთ იტალიაში, მიგრანტების გემის ავარიის შედეგად.

27 პირის ცხედარი კალაბრიის რეგიონში, სტეკატო დი კუტროს სანაპიროზე იპოვეს.

“მიგრანტებს შორის რამდენიმე დაღუპულია და დაახლოებით 40 გადარჩენილი“, - დაწერა იტალიის მეხანძრე-მაშველების ეროვნულმა დეპარტამენტმა.

საინფორმაციო სააგენტო Adnkronos-ის ცნობით, გემზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და დაახლოებით 50 პირის გადარჩენა მოხერხდა.

გემი, რომელსაც სავარაუდოდ, ირანიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან ლტოლვილები გადაჰყავდა, უამინდობისას კლდეებს შეეჯახა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...