კახეთში 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამას პატიმრობა შეეფარდა
ორი წლის შვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 35 წლამდე კაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2 წლის შვილზე იძალადა. მცირეწლოვანმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე მრავლობითი დაზიანებები. ჰქონდა მოტეხილობებიც. ამის გამო ბავშვი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში და ამ დრომდე რჩება. ჩვენი მოთხოვნა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა. პატიმრობას ვითხოვდით იმიტომ, რომ არსებობდა საფრთხე გაგრძელებულიყო დანაშაულებრივი საქმიანობა და მომხდარიყო მოწმეებზე ზემოქმედება“ - უთხრა ჟურნალისტებს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ.
საქმე ეხება ორი წლის გოგონას, რომელიც 23 თებერვალს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში ბებიამ მიიყვანა. ქალი, თავდაპირველად, ამტკიცებდა, რომ მცირეწლოვანზე დედამ იძალადა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პოლიციამ მცირეწლოვნის მამა დააკავა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ბრალი ნაწილობრივ აღიარა.
თავდაპირველად ფაქტზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობს გულისხმობს, თუმცა საქმის დეტალების შესწავლის შემდეგ დაკავებულს ბრალი 11 პრიმა 117 -ე მუხლით წარუდგინეს, რაც სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში პროკურორის შუამდგომლობისა და ბრალდებულის ადვოკატის თანხმობით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.