თურქეთში მიწისძვრის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში 184 ადამიანი დააკავეს
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში 184 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის მერიცაა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გამოძიება 600-ზე მეტი პირის მიმართ მიმდინარეობს, როგორც სამშენებლო კომპანიებისა და კონტრაქტორების, ასევე უძრავი ქონების მფლობელთა მიმართაც.
6 თებერვლის სტიქიამ 16 000-ზე მეტი შენობა დაანგრია ან მნიშვნელოვნად დააზიანა, რასაც მხოლოდ თურქეთში 45 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციური პარტიები კი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ, რომელმაც სამშენებლო რეგულაციების დაცვა ვერ შეძლო და ახლა პასუხისმგებლობის სხვებისთვის დაკისრებას ცდილობენ. მათი თქმით, არსებული პოლიტიკა ე.წ. ამნისტიებს ითვალისწინებდა კონტრაქტორების მიმართ, რომლებიც არ იცავდნენ რეგულაციებს სამშენებლო ბუმის პერიოდში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.