თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ნიღდეს პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა თურქეთსა და სირიაში, 50 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 44 218 ადამიანი, სირიაში – 5 914.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.