Jump to content
Planeta.Ge

ნორვეგიის საგარეო უწყება - შეშფოთებული ვართ ქართული კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს „უცხოურ აგენტებად“ მოიხსენიებს - ის უარყოფითად იმოქმედებს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე


ნორვეგია შეშფოთებულია ქართული კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" მოიხსენიებს. ის ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყება ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

„ის უარყოფითად იმოქმედებს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე. ნორვეგია მოუწოდებს კანონმდებლებს იმოქმედონ საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...