2022 წელს რეკორდულ რიცხვს მიაღწია საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ
ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ანგარიშის მიხედვით, ეს რეკორდული მაჩვენებელია.
2022 წელს საქართველოს მოქალაქეების განცხადებების რაოდენობამ 28 797-მდე გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, სულ მცირე 2008 წლის შემდეგ 2022 წელს ყველაზე მეტმა ქართველმა მოითხოვა თავშესაფარი.
თავშესაფრის მიღების მთხოვნელთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- სირია
- ავღანეთი
- თუქეთი
- ვენესუელა
- კოლუმბია
- პაკისტანი
- ბანგლადეში
- საქართველო
- უკრაინა
- ერაყი
სხვა ქვეყნებთან შედარებით ომში მყოფი უკრაინიდან თავშესაფრის მოთხოვნის დაბალი მაჩვენებელი ანგარიშში ახსნილია იმით, რომ უკრაინიდან გაქცეული დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ევროკავშირის ქვეყნებში დარეგისტრირდა დროებითი დაცვისთვის, თავშესაფრის მიღების პროცედურის გარეშე.
ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოდან გაკეთებული თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა წლების მიხედვით:
- 2015 — 8 150
- 2016 — 8 775
- 2017 — 12 060
- 2018 — 20 950
- 2019 — 22 765
- 2020 — 8 905
- 2021 — 14 970
-
2022 — 28 797
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.