Jump to content
Planeta.Ge

ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩემი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს „აიფონი“ საჩუქრად არ მიუღია, მობილურები გადაეცათ ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილე სამხედროებს და რამდენიმე დაშავებულ სამხედროს


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში „აიფონი“ საჩუქრად არ მიუღია.

ბურჭულაძეს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ბრალდებების შესახებ, სადაც საუბარია სამინისტროს ბიუჯეტიდან მობილური ტელეფონების შესყიდვაზე.

„ყველა ზღვარს გადასული კამპანიაა. ვნახეთ, რომ კიდევ ამზადებენ ახალ სიუჟეტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში iPhone საჩუქრად არ მიუღია. მე ცხოვრებაში არ ვარ iPhone-ის მაღაზიაში ნამყოფი და მაქვს ძველი მოდელი“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

მინისტრის განცხადებით, მობილური ტელეფონები საჩუქრად გადაეცათ ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და რამდენიმე დაჭრილ-დაშავებულ სამხედროს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ პასუხი გასცა ალკოჰოლისა და სასაჩუქრე კალათების შეძენასთან დაკავშირებულ ბრალდებასაც და აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი სამინისტრომ დაღუპული გმირების ოჯახებს საახალწლოდ გაუკეთა და აღნიშნულ საკითხზე სიცრუის გავრცელება ამორალური და მიუღებელია. მისი თქმით, აღნიშნული შესყიდვები არის წარმომადგენლობითი ხარჯები.

ასევე, მინისტრმა აბსურდი უწოდა წინა რეპორტაჟებში გასულ ინფორმაციას მინისტრის ოჯახის წევრის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არ არის არანაირ რეალობასთან კავშირში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...