Jump to content
Planeta.Ge

შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, მაშინ საერთაშორისოს საზოგადოებამ თვალი დახუჭა საბჭოთა რუსეთის მიერ სხვა ერების დაპყრობის მცდელობებზე და დაპყრობის შედეგებზე - გავიდა წლები, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა დღესაც ეს ოკუპაცია მიმდინარეობს


ჩვენი თაობის ვალია, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ვიმოქმედოთ ისე, რომ ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს, ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოჯორში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„102 წლის წინ, ამ ადგილებში, ისევე როგორც სხვაგან საქართველოში მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად. სამწუხაროდ მაშინ ეს ბრძოლები დამთავრდა საქართველოს ოკუპაციით. სამწუხაროდ მაშინ საერთაშორისოს საზოგადოებამ თვალი დახუჭა საბჭოთა რუსეთის მიერ სხვა ერების დაპყრობის მცდელობებზე და დაპყრობის შედეგებზე. გავიდა წლები, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა დღესაც ეს ოკუპაცია მიმდინარეობს მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის საქართველოს იურისდიქციის და კონტროლის შესუსტებული კონტროლის ქვეშ და არის სხვა ქვეყნის საოკუპაციო ძალები განთავსებული ამ ტერიტორიებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დღეს, როდესაც მსოფლიო რუსეთის აგრესიამ განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დააყენა, საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უზრუნველყო, რომ არ გაზრდილიყო უსაფრთხოების რისკები, რომლის წინაშე ქვეყანა ისედაც დგას.

„განსაკუთრებით ახლა, ამ მძიმე პერიოდში, როდესაც მსოფლიო არის მთავარ გაურკვევლობაში უსაფრთხოების მხრივ, გამოწვევები, რომლის წინაშეც, რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, დააყენა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოება, უნდა იყოს ისე ნაპასუხევი. ძირითადი პრინციპები, რაც არსებობს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის იყოს გარანტირებული. ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ აგრესიის დაწყების დღიდან და ამ ერთი წლის განმავლობაში, თუკი ჩვენ შევაჯამებთ ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების ერთიან ქმედებებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა საზოგადოებამ უზრუნველყო, რომ მაქსიმალურად არ გაგვეზარდა ის რისკები, რომელიც ისეც არსებობს საქართველოს წინაშე უსაფრთხოების მხრივ და უზრუნველგვეყო , რომ საქართველო ამ პერიოდის და მძიმე გეოპოლიტიკური ბრძოლების პერიოდში გამოვიდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ტერიტორიული მთლიანობა, ერთიანობა, დამოუკიდებლობა და რაც მთავარია, მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...