Jump to content
Planeta.Ge

ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს


ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს.

როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა შვედეთი იუწყება, სანქციები მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს რუსეთში ორმაგი დანიშნულების საექსპორტო პროდუქციასა და ტექნოლოგიებზე. ასევე გაფართოვდება ე.წ. შავი სია ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ომს და ავრცელებენ პროპაგანდას ან აწვდიან რუსეთს დრონებს.

აღსანიშნავია, რომ მე-10 პაკეტზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა პოლონეთის პოზიციის გამო, რომელიც პაკეტში რუსეთთან კაუჩუკით ვაჭრობის საკითხზე სანქციების გაძლიერებას ითხოვდა.

ახლა დოკუმენტი წერილობითი პროცედურის სახით ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შედეგაც ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და ძალაში შევა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...