ანდრია ჯაღმაიძე გელათზე - დასკვნები არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას და საფუძველს, ამიტომ მოსაძებნია საუკეთესო გზები
დასკვნები არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას და საფუძველს, ამიტომ მოსაძებნია საუკეთესო გზები, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განაცხადა.
„ყველა მხრიდან უნდა შეწყდეს ამაზე, რამე პოლიტიკური დივიდენტების მოპოვების მცდელობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი, რაც არის იმას უნდა მივყვეთ ყველა.
ჩვენ ვუჭერთ მხარს, რომ საუკეთესო სპეციალისტები იყოს შერჩეული. ვნახეთ დასკვნები, ეს დასკვნები არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას და საფუძველს, ამიტომ მოსაძებნია საუკეთესო გზები“, - განუცხადა ანდრია ჯაღმაიძემ მედიას, ეროვნული მუზეუმში გელათის საკითხზე შეხვედრის დაწყებამდე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.