Jump to content
Planeta.Ge

აშშ-მა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი და რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციები გამოაცხადა


ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები და უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

დახმარების პაკეტი მოიცავს 9.9 მილიარდი აშშ დოლარის საგრანტო დაფინანსებას უკრაინის დასახმარებლად თავისი მოქალაქეების კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის.

თეთრმა სახლმა ასევე გამოაცხადა სანქციები 200-ზე მეტი ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის, როგორც რუსი, ასევე მესამე ქვეყნების აქტორების წინააღმდეგ ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, „რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის საომარ ძალისხმევას“.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...