ვიტალი კლიჩკო - მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის! - თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია, რა უბედურება მოაქვს
დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვიან, წარმატებით გაივლიან ამ გზას. ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანი ცივილიზებული არჩევანი! - ამის შესახებ ქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსულ აგრესიას უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის! თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის. თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია. რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს. როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას. ქართველები არამხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს და ჩვენ ამას ვაფასებთ, თქვენი ჯარისკაცები ჩვენს გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინისთვის. რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი-ნაწილი რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვიან, წარმატებით გაივლიან ამ გზას. ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანი ცივილიზებული არჩევანი! დღეს, ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება გმირებს“,- აღნიშნავს კლიჩკო.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.