Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში პოლონეთის ელჩი - ცდუნებას არ უნდა მივეცეთ, რომ ვთქვათ: “ეს ჩვენ ომი არაა, ვიღაცას ჩვენი ომში ჩათრევა სურს” - ეს არაა სხვების ომი, ეს არაა ომი ჩვენგან შორს


ცდუნებას არ უნდა მივეცეთ, რომ ვთქვათ: “ეს ჩვენ ომი არაა, ვიღაცას ჩვენი ომში ჩათრევა სურს”, - ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა განაცხადა.

“ჩვენ გვესმის ეს [განცხადებები]. ზოგი პოლონეთშიც ამბობს ამას, ეს პოლიტიკოსების ძალიან მარგინალური ჯგუფია, მაგრამ ეს გტკენს, გრძნობებს გტკენს და ზიანს აყენებს პრინციპებს, რომლებსაც ჩვენ მივდევთ და უკრაინის და სხვა მეზობლების წინაშე წარვადგენთ”, - განაცხადა მაშკიევიჩმა.

მან 2008 წელს რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიასა და პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ქმედებებთანაც გაავლო პარალელი.

“ეს არაა სხვების ომის, ეს არაა ომი ჩვენგან შორს. ამიტომ კაჩინსკი ამტკიცებდა, რომ ეს ომი ასევე ჩვენი ომიცაა, რომ 2008 წლის საქართველოს წინააღმდეგ აგრესია ჩვენი ომი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 4 000 კილომეტრის მოშორებითაა… ჩვენ უკრაინის მიმართ სოლიდარობის ვიჩენთ, ვინაიდან, ვგრძნობთ, როგორც პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ აქ თბილისში თქვა: “დღეს საქართველოა, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და მერე პოლონეთი”, - აღნიშნა ელჩმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...