Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა რევანშიზმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი, ვილნიუსი, კიშინიოვი, ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში, ესტონეთში, საქართველოში, ყველა ქვეყანაში, რომელსაც რუსი მკვლელები ემუქრებიან


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლა დროა, როდესაც ყველას ერთად შეუძლია, დაიცვას თავისუფლება სამუდამოდ.

აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ლიეტუვაში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. რუსულმა რევანშიზმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი და ვილნიუსი, კიშინიოვი, ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში, ესტონეთში, საქართველოსა და ყველა სხვა ქვეყანაში, რომელსაც ახლა ემუქრებიან რუსი მკვლელები. ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს ეს ისტორიული შესაძლებლობა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მას სჯერა, რომ ეს წელი საერთო მტერზე საერთო გამარჯვების წელი იქნება.

„დედამიწაზე აღარავის უნდა დაემუქრონ შიმშილით ან რადიაციული კატასტროფით, აგრესიითა და ტერორით, ენერგომომარაგების შეფერხებით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, დეპორტაციით და ეკოციდით. რუსეთს ეს ყველაფერი მოაქვს აგრესიასთან ერთად. ჩვენ ამას შევაჩერებთ. ჩვენი გმირი სამხედროები ამას გააკეთებენ. თქვენთან და მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობით ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...