Jump to content
Planeta.Ge

“ეს არის ჩემი ყველაზე მთავარი სათქმელი” – გიორგი გახარია


ყოფილი პრემიერ–მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.

გიორგი გახარია:

–ქართული ოცნების საგარეო კურსი აგებულია იმაზე, რომ ფსონი აქვთ დადებული უკრაინის დამარცხებაზე, ეს არის უმძიმესი სტრატეგიული შეცდომა. რუსეთმა, ღმერთმა ნუ ქნას, ფიზიკურად ამ ომში რამე წარმატებას რომ მიაღწიოს, გეოპოლიტიკურად, რუსეთს უკვე უდიდესი დამარცხება აქვს მიღებული. ჩვენი ეს ვითომ პოლიტიკოსები ამას ვერც ხვდებიან. ეს არის პრინციპული და ჩემი ყველაზე მთავარი სათქმელი – ივანიშვილი ისე გავიდა პოლიტიკიდან, რომ მისი მთავარი მიზანი იყო, დარჩენილიყო რეალურად. დღეს ერთი ადამიანის აღქმებით იმართება საქართველო, არ დარჩა არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სახელმწიფო დისფუნქციურ მდგომარეობაშია.

 

ინგა გრიგოლია:

–რისი ეშინია ივანიშვილს, ფულის დაკარგვის? ფსონი დადო მოსკოვზე?

გიორგი გახარია:

–ძალაუფლების დაკარგვის ეშინია. ის ხვდება, რომ ძალაუფლების ის სისტემა რაც დღესაა მიუღებელია და ვალიდაციას დასავლეთისგან და ევროპისგან ევრ მიიღებს, რუსეთისგან მიიღებს. ამიტომ რაღაცა ზღაპრებს გვიყვებიან საქართველოს გზაზე, როდესაც ყველაზე კარგად ესმის, რომ გვაქვს არჩევანი– მშვიდობა და ევროპა, ან არჩევანი რუსეთი და წარსული, სადაც ვერასოდეს ვერ განვახოციელებთ იმ დიდ მისიას, რასაც ქართული სახელმწიფოს შექმნა ქვია. ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნიდან სამწუხაროდ გარბიან, რუსეთში კი არ გარბიან, გარბიან ევროპასა და ამერიკაში და ისინი დაბრუნდებიან უკან. ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა, დღეს კი არა, ბევრი წლის წინ.

ერთი რამეა, რაც უნდა გაიგოს ყველამ – საქართველოს ყოველთვის ჰქონდა საგარეო მიმართულებით ბალანსიერების პოლიტიკა. ყოველთვის გვქონდა სტრატეგიული მიმართულება და ეს იყო ევროატლანტიკური გზა. ჩვენ მძიმე რეგიონში ვცხოვრობთ და ყოველთვის გონიერი, ფრთხილი ბალანსირებული საგარეო პოლიტიკა უნდა გვქონოდა, ამ პატარა ბიჭებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების არანიარი რესურსი არ აქვთ, დღეს ქვეყანაში ცივილიზაციური ცვლილება ხდება, ბალანსირების პოლიტიკაზე უარია ნათქვამი. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს გონიერი და ფრთხილი პოლიტიკა, როდესაც აგინებენ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს. ხალხი გაგიჟებულია, უბრალოდ არ ესმით ეს ჩვენი საგარეო მიმართულება როგორ მუშაობს, რამოდენიმე დღის წინ, ერთმა ჩვენმა მეგობარმა, ოფიციალური პირია, დამირეკა, რომელმაც ვერ მიიღო საქართველოდან ოფიციალური პასუხი. თქვენი ოფიციალური დელეგაცია ჩამოდის და ამბობს, რომ საქართველოს აქვს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა და შეიცვალა თქვენ საგარეო პოლიტიკაში რამეო? მარტივად შემეძლო, მედია ყურადღების გარეშე გამეგრძელებია მუშაობა, მაგრამ აღარ შეიძლება.

ჩვეულებრივი ისტერიკა აქვთ, ირაციონალური შიშები აქვთ – ქვეყნისთვის არის სახიფათო, ამ ირაციონალური შიშებით რა რეაგირება ექნებათ – მე არ ვიცი. სისულელებს ლაპარაკობს ეს ხალხი და ეს ადამიანები ჩვენი ხელისუფლებაა ხალხო, ეს ის ხალხია, ვინც ჯარს მართავს, პოლიციას მართავს, ჩვენ საგადასახადო სისტემას მართავს, საბაჟოს მართავს… ეს ყველაფერი იმართება ერთი ადამიანის აღქმებით და შეცდომებით. თქვენც თქვით, აი, გახარიამ დაარტყა, მე კი არ დავარტყი, მისმა უუნარობამ, აღიაროს შეცდომები – დაარტყა, ეს არის.

ინგა გრიგოლია:

–შეცდომას ეძახით, თუ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გეგმა? ხომ ბრძანეთ, როცა მიმართეთ იმ პატარა ბიჭებს, როგორც უწოდებთ, ივანიშვილი თქვენ დანაშაულებრივი გზის განსახორციელებლად გიყენებთო, ეს არის გგემა, თუ?

გიორგი გახარია:

–რა თქმა უნდა ძალაუფლების შენარჩუნების გეგმაა, რა თქმა უნდა გეგმაა, მაგრამ რომ მკითხეთ, როდის დაინახეო, მაშინ დავინახე, როდესაც ის უზარმაზარი ძალაუფლება რომელიც ხალხმა ანდო და რომლის კონსოლიდირებაში, შეიძლება მე ყველაზე ეფექტური ვიყავი, იმ მშიშარა, პატარა ბიჭებისგან განსხვავებით, როდესაც მეგონა ეს ძალაუფლება სახელმწიფოს მოემსახურებოდა, ეს ძალაუფლება აიღო და სახლში წაიღო. თავისი ძალაუფლება ხალხზე მაღლა დააყენა. დამთავრდა, გაწყდა. ეს იყო წითელი ხახი – რა არის აქ გაუგებარი, ვერ ვხვდები. ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პრორუსი, რაც მთავარია, არც პროქართველი არ არის, თავის თავის კაცია რა… დღეს საქართველოში არის ძალაუფლების ისეთი სისტემა, რომელიც შეუძლებელია თავსებადი იყოს ევროპული სივრცისთვის, იმისთვის რომ ეს ძალაუფლება შეინარჩუნო, ვისი ნაწილი შეიძლება იყო? – რუსული. ბუნებრივად ეს რეჟიმი მიდის რუსეთის მხარეს. ახლა ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, ეს კონსპირაციული, 20 წლის გეგმაა, თუ დღეს ესე ხდება, შედეგობრივად ჩვენი შვილებისთვის რა სხვობაა?

ინგა გრიგოლია:

–მაშინ რატომ აქვს ოცნებას მაინც ყველა არჩევნებში გამარჯვება? გამოკითთხვებით რატომ არის სახელისუფლებო პარტია პირველ ადგილზე, როცა ამ ქვეყნის უდიდესი ნაწილის არჩევანი დასავლურია?

გიორგი გახარია:

–იმიტომ რომ მე და თქვენ სულ წარსულზე ვლაპარაკობთ, მომავალზე არ ვლაპარაკობთ. ივანიშვილი რომ ამბობს, ისეთი ევროპა არ მინდა, ჩემი ფული და ძალაუფლება თუ არ იქნება შენარჩუნებულიო, ნაციონალური მოძრაობა გეუბნება, ევროპას ვერ ეღირსებითო, მიშა სააკაშვილს ციხიდან თუ არ გამოუშვებთო – ამიტომ. ეს ქვეყანა ამ ორი ადამიანის ტყვეობაში აღმოჩნდა. საქართველოს მოქალაქეს არჩევნას ვუკლავთ. უნდა მივხვდეთ, დამთავრდა დრო, როდესაც გვაიძულებდნენ არჩევანი გაგვეკეთებია მიშასა და ბიძინას შორის. ერთიც წარსულია და მეორეც. მე და თქვენ წარსულზე ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის 85 პროცენტი ხომ ამბობს რომ ევროპა უნდათ, მოდით, ამაზე შევთანხმდეთ, დავივიწყოთ სხვა ყველაფერი. მივცემთ ივანიშვილს ქვეყნის საგარეო კურსის შემოტრიალების საშუალებას? რის შემომტრიალებლები არიან, ნორმალური ავტოკრატული რეჟიმი ვერ დაულაგებით, მაგრამ ხომ ცდილობენ, საქმეს ხომ გვიფუჭებენ? ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მოქმედების დამადასტურებელი იქნება, დეკემბერში ეს ქვეყანა მიიღებს კანდიდატს სტატუსს თუ ვერა. 3 პუნქტიანი გეგმა მაქვს – 1. მე, გიორგი გახარიამ, ჩემ გუნდთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ვუზრუნველჰყო, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, 2. ჩვენ ყველამ უნდა ვუზრუნველჰყოთ, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები 2024 წელს, სამართლიანად რომელიც ასახავს ქართველი ხალხის განწყობას, ოცნებამაც მიიღოს ის მხარადაჭერა რაც აქვს და მათი ხმარდაჭერა არ არის იმხელა რომ სრულად აკონტროლონ ქვეყანა, მე არ ვამბობ, რომ უნდა გაქრნენ, მაგრამ მთელი ცხოვრება ოცნება უნდა ვითმინოთ? რა, ღმერთია ვინმე?  და 3. ამ არჩევნების შემდგომ, ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ ნორმალურ მდგომარეობაში. ეს ჩვენ შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პარტნიორებს დავარწმუნებთ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ბევრად ევროპელია, ვიდრე პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ხალხი ევროპელი გვყავს და პოლიტიკური ხელმძღვანელობა კითხვას სვამს – გვინდა ესეთი ევროპა? თან ისე კი არ სვამენ კითხვას, რომ თქვან, ამიტომ, ამიტომ, მე მეკითხებიან, კაცო. სანამ ქვეყნის ევროპული მომავალი დაცული არ იქნება, ყველაფერი აზრს კარგავს – სასამართლოს რეფორმა, ეკონომიკური რეფორმა, აზრს კარგავს ყველაფერი. ქვეყანა თუ არ იქნება ევროატლანტიკურ ვექტორზე, რაც არის გარანტი განვითარების და მშვიდობის, სხვა ყველაფერი აზრს კარგავს.

თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ოცნება ბიძინას გარეშე არსებობს? 10 ბიძინა ივანიშვილი რომ იყოს, იგივეს ვიტყოდი, იგივეს გავაკეთებდი. დღეს თუ მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ ხედავს, ხვალ დაინახავს, ზეგ ჩემნაირი კიდევ მეტი იქნება. ეს ბუნების კანონია, რამდენი ფულიც უნდა დახარჯონ, რამდენი ტელევიზიაც არ უნდა ჰქონდეთ, რამდენი ექსპერტიც უნდა მოისყიდონ, რამდენი კორუფციული ლოიალობაც არ უნდა იყიდონ, ამას ვერაფერი ვერ გააჩერებს, იმიტომ რომ ქართველ კაცს დნმ–ის დონეზე აქვს, რომ მტერი არის ის, ვინც შენ ტერიტორიაზე შემოიჭრა, ვაჟკაცები, ქალლები და ბავშვები დახოცა, ტერიტორია წაგართვა და შენი მოყვარე და მეგობარი არის ის, ვინც შენ ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, გიცავს და გეპყრობა როგორც სრულფასოვან წევრს. ვიღაცა რომ გეუბნება, იცი რა, ასეთი ევროპა არ მინდა და აგერ იქნებ… და ვიღაცას ჰქონია რომ ქართული კულტურა და ეკლესია რუსეთის პირობებში აყვავდება? როდის ყოფილა ეს? ქართველ კაცს ამით ვერავინ ვერ მოატყუებს. ახლა რასაც ცდილობს ივანიშვილი, ამ პროპაგანდისტული მანქანებით, იმედი, რუსთავი, ხალხზე ზემოწმედებს ჩვეულებრივი ტყუილებით, პოლიტიკური თაღლითობით, რომ ხალხის პროდასავლური განწყობა შეცვალოს… ადამიანებს ატყუებენ, რომ თურმე ამერიკელები და ვეროპელები ზეწოლას ახდენენ ივანიშვილზე… თუ პოლიტიკიდან წასულია ივანიშვილი, ზეწოლას რატომ ახდენენ, თუ პოლიტიკაშია, მაშინ გამოვიდეს და გვითხრას, ვინ ახდენს ამ ზეწოლას. მერე გვეუბნებიან, რომ აი, ივანიშვილი თავის მილიარდებზეც დახუჭავს თვალს, ქართველი ხალხისთვის – კარგით რაა…

კითხვას, კოალიციის შემთხვევაში, ვისთან გაერთიანებოდა მისი პარტია, გიორგი გახარია ასე პასუხობს:

–არც ოცნებასთან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს ორივე თავის კერპებთან ერთად გუშინდელი დღეა.

ალია

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...