Jump to content
Planeta.Ge

ჯო ბაიდენი G7-ის ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს


24 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი G7-ის ქვეყნების ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

“ერთი წლის წინ, ეს ჯგუფი ერთად შეიკრიბა, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც რუსული ტანკები უკრაინაში შევიდა, რათა პუტინისთვის და მისი ახლოს წრისთვის უპრეცედენტო საფასური დაეკისრებინა. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ უკრაინისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკური, საბიუჯეტო, ჰუმანიტარული და ენერგეტიკული დახმარების მიწოდებისთვის, რომელიც მას სჭირდება”, - განაცხადა ჟან-პიერმა.

მან მადლობა გადაუხადა იაპონიას, რომელსაც წელს G7-ის პრეზიდენტობა უკავია და რომელმაც დამატებით 5.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაიღო. ჟან-პიერის თქმით, ტოკიო “ურყევი მოკავშირეა” უკრაინის მხარდაჭერის მხრივ.“G7 რუსეთისთვის ჩვენი ძლიერი და ერთიანი პასუხის საყრდენი გახდა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...