მედიის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა 39 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა 39 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს. ასევე, ჯგუფი საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუწოდებს, მარტის მიწურულამდე დააჩქარონ მუშაობა უკრაინის მხარდაჭერის პროგრამაზე.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 15 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამის გაფორმებას იმედოვნებს, რომლითაც გადაუდებელი ფინანსური დახმარება და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერა განხორციელდება.
როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის, იაპონიის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, ახლა „დიდი შვიდეულის“ ჯგუფმა შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე, უნდა შეაფასოს რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების ეფექტურობა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.