Jump to content
Planeta.Ge

უმრავლესობის წევრების პროექტში „აგენტების“ გამოსავლენად დასმენის მექანიზმიცაა გაწერილი


საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა პრორუსულმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა. კანონპროექტის სულისკვეთებას მმართველი გუნდი იზიარებს.

კანონპროექტით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთაც დაფინანსების 20%-ზე მეტი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „აგენტების რეესტრში“ რეგისტარციის ვალდებულებაც ექნებათ. სახელმწიფო უწყებას ენიჭება ორგანიზაციების დაჯარიმების უფლებამოსილებაც.

სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაცია

სუბიექტი ვალდებული იქნება, იანვრის თვის განმავლობაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს განცხადებით უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე.

ამის შემდგომ სააგენტო ვალდებულია, მისცეს მას წვდომა ვებგვერდზე, სადაც კონკრეტული სუბიექტი განაცხადს ელექტორნულად შეავსებს. ის უნდა მოიცავდეს წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული და დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;

ამასთან,  უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტი
ვალდებულია, ყოველი შემდგომი წლის იანვრის თვეში ელექტრონულად, სააგენტოს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია.

მონიტორინგი

უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა – მონიტორინგი.

მონიტორინგის დაწყების საფუძველია:

  • იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
  • იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.

მონიტორინგის განხორციელების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი.

ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვები იქნება 6 თვეში მხოლოდ ერთხელ.

ჯარიმები

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარით.

ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით.

publika.ge--1-44.jpg

პუბლიკა
პუბ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...