Jump to content
Planeta.Ge

დმიტრო კულება აცხადებს, რომ კიევი დასავლურ ავიაგამანადგურებლებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის არ გამოიყენებს


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ კიევი არ გამოიყენებს დასავლურ ავიაგამანადგურებლებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ კულებამ „სკაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატის განმარტებით, გამანადგურებლები უკრაინას ომის დასასრულებლად და რუსეთის ძალების აღმოსავლეთის საზღვრებს მიღმა გასაძევებლად სჭირდება.

„პარტნიორებისგან მიღებულ იარაღს ჩვენ ვიყენებთ, რათა დარტყმა განვახორციელოთ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

შეკითხვას, იძლევა თუ არა ის გარანტიას, რომ უკრაინა არ გამოიყენებს დასავლურ თვითმფრინავებს და შორ მანძილზე მოქმედ სხვა შეიარაღებას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ შეგვიძლია, გავცეთ გარანტია, რომ დასავლურ იარაღს უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად გამოვიყენებთ“.

 


ავტორი - ქეთი ჩოხელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...