ბექა ლილუაშვილი - „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დასავლური ქვეყნების მიმართ მტრული განწყობების დეკლარირებაა
„ხალხის ძალის“ კანონპროექტი დასავლური ქვეყნების მიმართ მტრული განწყობების დეკლარირებაა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, კანონის ინიციატორებს გააზრებული არ აქვთ, 50-60 წლის წინ მსგავსი კანონის ინიცირება რას ემსახურებოდა.
„ეს კანონი მკაფიოდ აფიქსირებს მტრულად განწყობილი სახელმწიფოების ინტერესების დაზღვევას. ხელისუფლების მხრიდან ეს კანონი დასავლური ქვეყნების მიმართ არის მტრული განწყობების დეკლარირება. რა მიზანი აქვს ამ კანონს? – ამერიკაში მიზანი იყო მტრულად განწყობილი ხელისუფლებების გავლენების შემცირება. ჩვენ ვის ვუწოდებთ მტრულად განწყობილს – ევროკავშირს, ამერიკას? – მაშინ, ხელისუფლებას გამბედაობა ეყოს და პირდაპირ თქვას, რომ ისინი საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნები არიან, რომლებიც აქ ჯაშუშურ საქმიანობას აფინანსებენ. ამის შემდეგ მორალური უფლება ექნებათ, მსგავსი კანონპროექტი დააინიცირონ. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ფინანსების გამჭვირვალეობა არსებობს, მაგრამ ეზარებათ ამ ინფორმაციის შეგროვება ერთ ანალიტიკურ დოკუმენტად. ეს არ არის ის ლეგიტიმური მიზანი, რაც იმის უფლებას გვაძლევს, რომ ეს კანონპროექტი მივიღოთ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.