Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ხვალ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ვაპირებ


ხვალ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას.

„პარტიას რაც შეეხება, ჩვენ ყოველთვის გვქონდა პოზიცია, რომ ყველას თავის შეხედულების შესაბამისად შეუძლია დააფიქსიროს პოზიცია და ჩვენ არ ვუკრძალავთ არავის, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შეუერთდეს პარტიიდან. ჩემი მიზანი აქციაზე მისვლის უკრაინის მხარდაჭერაა, მე იქ მივდივარ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მხარს უჭერს ამ მათ ამ ომში და უსურვებს გამარჯვებას,"- განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია 24 თებერვალს გაიმართება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...