ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, კიევში ვბრუნდები. ჩვენ ვიქნებით უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით, ვიდრე მშვიდობა არ დაბრუნდება ევროპაში“, - დაწერა სანჩესმა „ტვიტერზე“.
ცნობისათვის, ესპანეთი ნატო-ს იმ მოკავშირეებს შორისაა, რომლებიც უკრაინაში თანამედროვე ტანკების გაგზავნას დათანხმდნენ.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.