Jump to content
Planeta.Ge

კახა ქემოკლიძე - გახარიას შეიძლება დააბრალონ, რომ წავკისის სახლში წყალბადის ბომბს ამზადებს, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ - კობახიძის განცხადებებზე კი ძალიან ვიცინით ხოლმე


გიორგი გახარიას კორუფცია კი არა, შეიძლება დააბრალონ, პირობითად, რომ წავკისის სახლში, ოჯახურ პირობებში წყალბადის ბომბს ამზადებს, რომ მიყიდოს ირანს და შემდეგ ირანმა წყალბადის ბომბი გამოიყენოს უკრაინაში ან რუსეთში და დააბრალონ შემდეგ ამერიკელებს - ირაკლი კობახიძის განცხადებებზე ჩვენ ძალიან ვიცინით ხოლმე , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ გიორგი გახარიას კორუფციაში დასდონ ბრალი.

როგორც კახა ქემოკლიძემ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტია „საქართველოსთვის“ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის.

„ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ ფსიქოლოგიურად, მორალურად, ფიზიკურად. ამაზე მყარი, მტკიცე და თვითდაჯერებული პასუხი ვერ წარმომიდგენია. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სიმართლეში ეჭვი არასდროს გვეპარებოდა ჩვენს წესიერებაში, პატიოსნებაში, კეთილსინდისიერებაში, ბევრისგან განსხვავებით არაკორუფციულ გარიგებებში გათქვეფისა. ეს გუნდი ყველაზე წარმატებული იყო იმით, რომ იცოდა პლუსები, როგორ იმართებოდა სახელმწიფო და იცოდა მინუსები, რადგანაც ჰარი-ჰარალეზე განცხადებებს არ აკეთებდა, როგორც რაღაც სადღეგრძელოები გვესმოდა სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან.

კორუფციაში კი არა, შეიძლება დააბრალონ, პირობითად, მის წავკისის სახლში, ოჯახურ პირობებში ამზადებს წყალბადის ბომბს იმისათვის, რომ მიყიდოს ირანს და შემდეგ ირანმა ეს წყალბადის ბომბი გამოიყენოს უკრაინაში ან რუსეთში და დააბრალონ შემდეგ ამერიკელებს. ანუ აბსურდის თეატრი, ბატონი კობახიძისგან რომლის სიტყვას, ჩემი აზრით, ფასი აქვს ნული. სუბიექტურად ვფიქრობ, ახალგაზრდებს უნივერსიტეტებში ქრესტომათიული მაგალითი უნდა მისცე „ქართულ ოცნების“ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერებისა, თუ როგორი არ უნდა იყო პოლიტიკოს მორალით მრწამსით, იდეოლოგიით, ფასეულობით, ღირებულებით, სიტყვის ძალით, შენი დაპირებით. შემიძლია ოთხი, ხუთი ციტატა გამოვიყენო კონკრეტული თარიღებით, როგორ ამკობდა გახარიას [ირაკლი კობახიძე]. ამიტომ, ნებისმიერი რამის დაბრალება შეიძლება. გგონიათ, მის განცხადებებს ვინმე სერიოზულად აღიქვამს? ჩვენ ძალიან ვიცინით ხოლმე, უნდა გაჩვენოთ როგორ ვრეაგირებთ მის განცხადებებზე. მე მის დონემდე უნდა დავეცე, რომ რაიმე ტიპის ეპითეტით შევამკო“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არც დემოკრატია აინტერესებს, არც სიტყვის თავისუფლება. „მათ საკუთარი ჯიბეები და მწვანე დოლარების შეკვრები აინტერესებთ მხოლოდ, საკუთარი სკამები და საკუთარი პერსონალური ინტერესები“, - აცხადებს ქემოკლიძე.

პალიტრა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...