ინალ არძინბა ქართული მხარის მიერ ბჟანია-ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებას ეხმაურება
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ქართული მხარის მიერ ბჟანია-ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებას გამოეხმაურა.
მან აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ყველა მცდელობისა, რომელიც აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ არის მიმართული, ,,რესპუბლიკა საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებისკენ მიმავალ გზაზე თავდაჯერებულად აგრძელებს სვლას.“
ამის ნათელ დასტურად მას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა მოჰყავს.
,,რაც უფრო მალე გააცნობიერებს საქართველო, რომ აფხაზეთი სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მით უფრო მალე იქნება შესაძლებელი არსებული წინააღმდეგობების დაძლევა და ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესი,“ - განაცხადა ინალ არძინბამ.
ასლან ბჟანია ბელორუსის რესპუბლიკაში 20 თებერვალს ჩავიდა, მეორე დღეს, 21 თებერვალს ის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.