Jump to content
Planeta.Ge

კახა კალაძე - მოქალაქეები ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული საცობების შესახებ ინფორმაციას ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდიდან მიიღებენ


დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული საცობების შესახებ ინფორმაციის მიღებას მოქალაქეები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეძლებენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის თბილისის მერია 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს.

„ქალაქში ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ქუჩებზე გვაქვს საცობები და მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა იწვევს მას. ჩვენ ყოველწუთიერად, მთელი ქალაქის მასშტაბით ვაკვირდებით მოძრაობას, ავტომობილების გადაადგილებას. ასევე, სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც შეფერხებებს იწვევს, რომელსაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. რამდენიმე დღის წინ პეკინის გამზირზე იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ძალიან დიდი პრობლემა გამოიწვია. მძღოლებს და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია მოძრაობის შეფერხებისა და საცობის მიზეზზე. ამისთვის კარგი იქნება საზოგადოებას ვაცნობოთ, თუ რა ხდება ქალაქში, სადაა გადაადგილების პრობლემა, საგზაო შემთხვევა. ამიტომ, „ფეისბუქში“, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე, ყოველდღიურად განთავსდება ინფორმაცია, რათა საზოგადოებამ იცოდეს, სად არის ავტოშეჯახება, რომელიც საცობს და მოძრაობის შეფერხებას იწვევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ, შესაძლოა შეიქმნას შესაბამისი აპლიკაცია, რომელიც საცობების შესახებ ინფორმაციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...