2012 წლის შემდეგ პირველად! სარჩელი გიული ალასანიას წინააღმდეგ – სოფიო ხორგუანი სააკაშვილის დედის მიერ უკანონოდ მიტაცებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითხოვს
უფლებათა დამცველმა სოფიო ხორგუანმა გიული ალასანიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელი დაახლოებით 10 დღის წინ შევიდა სასამართლოში.
სარჩელის მოთხოვნაა არარად იქნას აღიარებული დოკუმენტაცია, რომლითაც გიული ალასანიას საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო ქონება.
სოფიო ხორგუანი ითხოვს სასამართლომ არარად აღიაროს:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის N1-1/1501 ბრძანება – „ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 731 კვ.მ მიწის ნაკვეთის, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 587 კვ.მ მიწის ნაკვეთის, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 877 კვ.მ მიწის ნაკვეთის და ამ ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 6 თებერვლის N1-1/223 ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 01.02.07წ. N3 ოქმის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2007 წლის 1 თებერვლის N3 ოქმი;
- 2007 წლის 1 მარტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 5 მარტის N1-1/406 ბრძანება „შპს საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტისათვის ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 731 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე, ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 587 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე, ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 877 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობაზე საკუთრების დადასტურების შესახებ“;
- 2007 წლის 5 მარტს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N243-ა;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის N1-1/1069 ბრძანება „ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე სპორტული მოედნებისა და მათზე დამაგრებული 9273 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ და მინისტრის 2007 წლის 18 ივლისის N1-1/1111 ბრძანება 13.07.07წ. N1-1/1069 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 21 აგვისტოს N1-1/1273 ბრძანება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის16.08.07წ. N27 ოქმის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2007 წლის 16 აგვისტოს N27 ოქმი;
- 2007 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის17 სექტემბრის N1-1/1395 ბრძანება „შპს საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტისათვის ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე სპორტულ მოედნებზე და მათზე დამაგრებულ 9273 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების დადასტურების შესახებ“;
- 2007 წლის 17 სექტემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N383-ა;
13.საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 22 მაისის N1-1/838 ბრძანება „ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (მშენებარე) და მასზე დამაგრებული 5059 კვ.მ. მიწის ნაკვეთის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ტერიტორიული ორგანო) აუქციონის მომწყობი კომისიის 2008 წლის 25 ივნისის N28ა ოქმი პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დადასტურების შესახებ;
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 11 ივნისის N1-1/965 ბრძანება „შპს საქართველოს უნივერსიტეტის საკუთრების უფლების დადასტურების შესახებ“;
- 2010 წლის 11 ივნისს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N1933-ა;
http://progressnews.press/wp-content/uploads/2022/03/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90-300x209.jpg
სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებები:
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის N1-1/1501 ბრძანებით ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე 731 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, 587 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.10.13.23.046) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, 877 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საწყის გასაყიდ ფასად დადგინდა 1 300 000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს ოდენობა განისაზღვრა 130 000 (ასოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, სავაჭრო ბიჯის ოდენობა 20 000 (ოცი ათასი ) აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში.
მინისტრის ზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა პირობებიანი აუქციონი, სადაც მითითებული იყო, რომ განაცხადი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიიღებოდა 2006 წლის 29 დეკემბრიდან 2007 წლის 1 თებერვლის ჩათვლით 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონი ჩატარდებოდა 2007 წლის 1 თებერვალს 17:30 საათზე.
მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის N1-1/1501 ბრძანება;
სამინისტროს მიერ გამოცხადებული პირობებიანი აუქციონი დამტკიცებული მინისტრის N1-1/1501 ბრძანებით.
- 2007 წლის 26 იანვარს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააუქციონო კომისიას წარედგინა შპს „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის“ განაცხადი სამინისტროს მიერ ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე 731 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, 587 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.10.13.23.046) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, 877 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს იმავე დღეს გადაეცა აუქციონში მონაწილის ბილეთი.
მტკიცებლება:განაცხადი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით და მონაწილის ბილეთი.
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 6 თებერვლის N1-1/223 ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2007 წლის 1 თებერვლის N3 ოქმი. ქ. თბილისში, კოსტავას 77-ში მდებარე მიწის ნაკვეთებსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პრივატიზების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი და დაევალა იურიდიულ დეპარტამენტს გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. N3 ოქმის თანახმად, ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გასაყიდი ფასი აუქციონზე დაფიქსირდა 1 320 000 (ერთი მილიონ სამას ოცი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
მტკიცებულება: მინისტრის 2007 წლის 6 თებერვლის N1-1/223 ბრძანება და ოქმი 2007 წლის 1 მარტს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 731 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, 587 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.23.046) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, 877 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 320 000 (ერთი მილიონ სამას ოცი ათასი) აშშ დოლარად (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გადაეცა. მიღება-ჩაბარების აქტი აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებს შორის 9 თებერვალს გაფორმდა, ხოლო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა 2007 წლის 5 მარტს გაიცა.
- 2007 წლის 4 ივნისის აუდიტორული დასკვნით, რომელიც შედგა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ქ. თბილისში კოსტავას ქ. N77-ში მდებარე სპორტული კომპლექსი შეფასდა 490 000 (ოთხასოთხმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის N1-1/1069 ბრძანებით ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე სპორტული მოედნებისა და მათზე დამაგრებული 9273 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საწყის გასაყიდ ფასად დადგინდა 300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს ოდენობა განისაზღვრა 30 000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 5 000 (ხუთი ათასი ) აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.
მინისტრის ზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა პირობებიანი აუქციონი, სადაც მითითებული იყო რომ განაცხადი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიიღებოდა 2007 წლის 17 ივლისიდან 2007 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონი ჩატარდებოდა 2007 წლის 16 აგვისტოს 17:30 საათზე.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 13 ივლისის N1-1/1069 ბრძანება;
სამინისტროს მიერ გამოცხადებული პირობებიანი აუქციონი დამტკიცებული მინისტრის N1-1/1069 ბრძანებით
- 2007 წლის 20 ივლისს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააუქციონო კომისიას წარედგინა შპს „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის“ განაცხადი სამინისტროს მიერ ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე სპორტული მოედნებისა და მათზე დამაგრებული 9273 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერება უნივერსიტეტს იმავე დღეს გადაეცა აუქციონში მონაწილის ბილეთი.
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 21 აგვისტოს N1-1/1273 ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2007 წლის 16 აგვისტოს N27 ოქმი. ქ. თბილისში, კოსტავას 77-ში მდებარე სპორტული მოედნებისა და მათზე დამაგრებული 9273 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი და დაევალა იურიდიულ დეპარტამენტს გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. Nგასაყიდი ფასი: 305 000 (სამასხუთი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
- 2007 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე სპორტული მოედნები და მათზე დამაგრებული 9273 კვ.მ მიწის ნაკვეთი 305 000 (სამასხუთი ათასი) აშშ დოლარად (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გადაეცა. მიღება-ჩაბარების აქტი აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებს შორის 23 აგვისტოს გაფორმდა, ხოლო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მინისტრის 2007 წლის 17 სექტემბრის N1-1/1395 ბრძანების საფუძველზე იმავე დღეს გაიცა.
- 2008 წლის 22 მაისის N08/05-22/1 დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით, რომელიც მომზადდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ქ. თბილისში კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 5059 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობა (ს/კ 01.10.13.023.079) შეფასდა 2 747 700 (ორი მილიონ შვიდასორმოცდაშვიდიათას შვიდასი) ლარის ოდენობით.
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 22 მაისის N1-1/838 ბრძანებით ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (მშენებარე) და მასზე დამაგრებული 5059 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საწყის გასაყიდ ფასად დადგინდა 2 000 000 (ორი მლნ) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს ოდენობა განისაზღვრა 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა – 50 000 (ორმოცდაათი ათასი ) აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.
http://progressnews.press/wp-content/uploads/2021/11/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-300x169.jpegზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა პირობებიანი აუქციონი, სადაც მითითებული იყო, რომ განაცხადი აუქციონში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიიღებოდა 2008 წლის 27 მაისიდან 2008 წლის 25 ივნისის ჩათვლით 13:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო აუქციონი ჩატარდებოდა 2008 წლის 25 ივნისს 17:30 საათზე.
- ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2007 წლის 10 სექტემბრის N12200/006-5ა/4-4141 ბრძანებით შპს „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის“ სამეწარმეო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, შეიცვალა საზოგადოების საფირმო სახელწოდება და „საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ „საქართველოს უნივერსიტეტი“ ეწოდა.
- ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააუქციონო კომისიას წარედგინა შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“ განაცხადი სამინისტროს მიერ ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (მშენებარე) და მასზე დამაგრებული 5059 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ პირობებიან აუქციონში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.
- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონის მომწყობი კომისიის 2008 წლის 25 ივნისის N28ა ოქმით დადასტურდა საქართველოს უნივერსიტეტის გამარჯვება ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (მშენებარე) და მასზე დამაგრებული 5059 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.10.13.023.079) პრივატიზების მიზნით ჩატარებულ აუქციონში. ქონების გასაყიდი ფასი: 2 050 000 (ორი მილიონ ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. საქართველოს უნივერსიტეტს ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა მითითებული ქონება. მინისტრის 2010 წლის 11 ივნისის N1-1/965 ბრძანების საფუძველზე 2010 წლის 11 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტს გადაეცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
დღევანდელ სახელმწიფოს არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის მონოპოლია. მას არ შეუძლია სრულფასოვნად უზრუნველყოს კეთილდღეობის ყველა სფერო. ამაში მას აქტიური მხარდაჭერა კერძო სფერომ უნდა გაუწიოს, რაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გზით არის შესაძლებელი. სახელმწიფო ქონება გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მოძრავ და უძრავ ნივთებს, არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს. ხოლო პრივატიზება ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ სახელმწიფო ქონებაზე კანონით დადგენილი წესით საკუთრების უფლების შეძენას მოიაზრებს. პრივატიზაციას 90-იანი წლების დასაწყისიდან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. საქართველოში 1997 წლის 30 მაისს მიღებულ იქნა კანონი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“, რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა საწარმოთა პრივატიზების შესახებ მარგეულირებელი აქტები და განსაზღვრა სახელმწიფო ქონების პრივატიზების სამართლებრივი, ეკონომიკური, ორგანიზაციული და სოციალური საფუძვლები, პრივატიზების განხორციელების ძირითადი პირობები. ამ კანონმა უზრუნველყო ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესი. კანონის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვას და პრივატიზებას ახორციელებდა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო, მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო/ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; დღეს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“. მართალია, მარეგულირებელ კანონმდებლობაში დღემდე არაერთი ცვლილება შევიდა, მაგრამ ცვლილება არ შეხებია პრივატიზაციის პროცესში არსებით პრინციპებსა და შესაძლებლობებს. კერძოდ, აუცილებელია პრივატიზაციის პროცესში შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო და დაცული იყოს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკისა თუ თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური ინტერესები. არსებითი და დომინანტურია არა აუქციონში მონაწილე კერძო პირის ინტერესი აუქციონში გამარჯვების თაობაზე, არამედ სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებისა და საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინება და მათი მატერიალური სარგებლის მიღებით უზრუნველყოფა, მით უფრო, რომ ბიუჯეტში მობილიზებული თანხების ოდენობაზე დიდად არის დამოკიდებული (საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე) ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისაკენ მიმართული სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების მოცულობა. მაშასადამე, პრივატიზაციის პროცესში ადგილი აქვს სახელმწიფო საქმიანობის გაგრძელებას და სამსახურს კერძო პირის მიერ, რაც თავისთავად გამორიცხავს პრივატიზაციის ბოროტად გამოყენებას და კონკრეტული საქმიანობის არამიზნობრივად განხორციელებას. შესაბამისად, კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა, დასაშვებია სახელმწიფო ქონების პრივატიზება და კერძო პირის მიერ სახელმწიფო საქმიანობის თავის თავზე აღება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ემსახურება მხოლოდ კერძო პირის ინტერესებს, არამედ განაგრძობს მოქმედებას სახელმწიფო და საზოგადო ინტერესებში. ამდენად, სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობისას თითოეული მოქალაქის ინტერესს ეხება და შესაბამისად, მას განსაკუთრებული გულისხმიერება მართებს. აქედან გამომდინარე, პრივატიზება უნდა განხორციელედეს სამართლიანად და დაცული უნდა იყოს ყველა ფორმალური და მატერიალური წინაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, 2007 წლიდან დაიწყო ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონებების პრივატიზაციის პროცესი. კერძოდ, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს http://progressnews.press/wp-content/uploads/2023/02/economy_286420785f192908debf79.95840613-300x169.jpgმიერ ჩატარებული აუქციონების შედეგად, ხელშეკრულებები გაფორმდა და გასხვისდა შემდეგი ქონება:
- საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს გადაეცა ქ. თბილისში, კოსტავას ქ. N77-ში მდებარე 731 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, 587 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.23.046) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, 877 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.23.052) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. ქონების გამოსასყიდი ღირებულება: 1 320 000 აშშ დოლარი; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 2007 წლის 1 მარტი; მიღება ჩაბარების თარიღი: 2007 წლის 9 თებერვალი.
- საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს გადაეცა ქ. თბილისში კოსტავას ქ. N77-ში მდებარე სპორტული მოედნები და მათზე დამაგრებული 9273 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.23.057). ქონების გამოსასყიდი ღირებულება: 305 000 აშშ დოლარი; ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: 2007 წლის 24 აგვისტო; მიღება ჩაბარების თარიღი: 2007 წლის 23 აგვისტო;
- საქართველოს უნივერსიტეტს გადაეცა ქ. თბილისში კოსტავას ქ. N77-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 5059 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.10.13.023.079). ქონების საწყისი ფასი: 2 000 000 აშშ დოლარი; შეთავაზებული ფასი: 2 050 000 აშშ დოლარი; აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის თარიღი: 2008 წლის 25 ივნისი.
ქონების პრივატიზაციის პერიოდში ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს N1-1/1244 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებას.
„სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად, აუქციონის ფორმით ქონების გაყიდვის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით, საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. ანალოგიურ დანაწესს იმეორებს აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაც.
ამდენად, მოქმედ ნორმებში პირდაპირ იყო მითითებული სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობის მიზანზე: აუქციონის ფორმით – აუქციონის რაც შეიძლება მაღალ კონკურენტულ გარემოში ჩატარება და სახელმწიფო ქონების რაც შეიძლება მაღალ ფასად გაყიდვა; პირობებიანი აუქციონის ფორმით – დადგენილი პირობების სრულად და კეთილსინდისიერად შესრულება და სახელმწიფო ქონების რაც შეიძლება მაღალ ფასად გაყიდვა. აქედან გამომდინარე, პრივატიზება არ არის ეფექტიანი, როდესაც სახელმწიფოში არ არსებობს კონკურენცია. ასეთ დროს პრივატიზება უბრალოდ საკუთრების გადანაწილების საშუალებაა მცირერიცხოვან პრივილიგირებულ ჩინოვნიკებს და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. ასეთი ფორმით პრივატიზაცია აზრს კარგავს და ვერასოდეს მოგვცემს ყველაზე საჭირო და სასურველ შედეგს: ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას. პრივატიზება არის სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ამაღლების ძალიან სასარგებლო იარაღი. ის მნიშვნელოვანი და არსებითი მოვლენაა, მისი სწორი კურსით წარმართვა ქვეყნის წინსვლის საწინდარია. სწორედ ამ მიზნის სრულყოფილად განსახორციელებლად კანონმდებლობა ითვალისწინებდა ინფორმაციის გამოქვეყნებას სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში, საზოგადოებრივი ტელევიზიით გადაცემას და ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული უნდა ყოფილიყო პირობები, ქონების დასახელება, აუქციონის ჩატარების ვადა, ბე, სავაჭრო ბიჯი და ა.შ. ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლობლება მონაწილეობა მიეღო ამ პროცესში და ყოფილიყო დიდი კონკურენცია. ამდენად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება, პირობების განსაზღვრა, აუქციონის ორგანიზება, აუქციონის ჩატარება, ხელშეკრულების გაფორმება და ამ პროცესებში დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, კანონიერება, სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება ის საკითხებია, რომელთა ზუსტი და ჯეროვანი შესრულება თან უნდა სდევდეს პრივატიზაციის პროცესს. კანონმდებელმა სახელმწიფო ქონების პრივატიზების უფლებამოსილება მიანიჭა: სახელმწიფო ქონებაზე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე – შესაბამის თვითმმართველ ერთეულს. თუმცა, კანონმდებელმა დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, სახელმწიფო/ხალხის ინტერესების მაქსიმალურად დაცვისა და პირადი ინტერესებისათვის ძალაუფლების გამოყენების გამორიცხვის მიზნით, პრივატიზაციის პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოთა უფლებამოსილება ქონების ღირებულებიდან გამომდინარე შეზღუდა. კერძოდ: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს მხოლოდ დამოუკიდებელმა ორგანომ (სავალდებულო მანდატირება) სახელმწიფო (მუნიციპალური) ქონების პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, თუ ფასი აღემატება 100 000 ლარს. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მიღებულ იქნა 1999 წლის 25 ივნისს. კოდექსმა სავალდებულო მანდატირების წესი თავიდანვე განსაზღვრა და მას შემდეგ უამრავი ცვლილება შევიდა კოდექსში, მაგრამ იგი 100 000-ზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დასახელებულ წესს არ შეხებია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის უფლებამოსილებას იმ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება საკითხის გადაწყვეტა. დამოუკიდებელი ორგანო უნდა შეიქმნას ღია ტენდერის საფუძველზე და იგი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისგან, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და შეუძლიათ უზრუნველყონ საკითხის მიუკერძოებლად გადაწყვეტა.
დასახელებული ნორმა ცხადყოფს, რომ როდესაც ქონების ღირებულება 100 000 ლარს აღემატება, ზოგადმა ადმინისტრაციული კოდექსმა სახელმწიფო ქონების განკარგვის გადაწყვეტილების მიმღებ ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოდ დამოუკიდებელი ორგანო განსაზღვრა. აღნიშნული უფლებამოსილება უკავშირდება საჭირო კომპეტენციას და საკითხის მიმართ ობიექტურობის ინტერესს.
http://progressnews.press/wp-content/uploads/2021/11/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-300x174.pngსადავო შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ქონების განკარგვა, რომელთა ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება 100 000 ლარს. კერძოდ: სახელმწიფო ქონების საწყისი გასაყიდი ფასი დადგინდა:
1) 1 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
2) 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
3) 2 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
აქედან გამომდინარე, მხოლოდ დამოუკიდებელი ორგანო იყო უფლებამოსილი მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. დამოუკიდებელი ორგანო ტენდერის საფუძველზე უნდა დაენიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. ამის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ იხელმძღვანელა მხოლოდ „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის N1-1/1244 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით“ პრივატიზების შესახებ“ დებულებით. ხოლო აუქციონის ორგანიზება განახორციელა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ შექმნილმა მუდმივმოქმედმა სააუქციონო კომისიამ. შედეგად, ქონების განკარგვა ისე განხორციელდა, რომ არსად დამოუკიდებელი ორგანოს შესახებ საუბარი არ ყოფილა. ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ასეთი შემთხვევებისთვის უფლებამოსილ თანამდებობის პირად/ორგანოდ არა მინისტრს ან სამინისტროს მიერ შექმნილ მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, არამედ დამოუკიდებელ ორგანოს განსაზღვრავს, ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნათა დარღვევას. შესაბამისად, გადამწყვეტია სამართალდარღვევის ხასიათი, რათა ცხადი გახდეს არსებობს თუ არა აქტის არარად ცნობის საფუძველი.
სზაკ-ის მე-60 მუხლით დადგენილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების საფუძვლები.
ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;
ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზის გამო;
დ)მისი შესრულება გამოიწვევს დანაშაულს ან ადმინისტრაციულ გადაცდომას.
ნათელია, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარებისთვის მკაცრადაა განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლები. მხოლოდ მათი არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი აქტის არარად მიჩნევა. დასახელებული მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი არარად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად უფლებამოსილებას განსაზღვრავს. მოცემულ შემთხვევაში კი სახელმწიფო ქონება (რომლის ღირებულება აღემატება 100 000 ლარს) არაუფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ განკარგა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, „სზაკ-ის მე-60 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების ერთ-ერთი სამართლებრივი ფორმა – არარად აღიარებაა. არარა ადმინისტრაციული აქტი იმთავითვე ბათილია და არ არის შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე. შესაბამისად, ამგვარი აქტის საფუძველზე განხორციელებული სამართალურთიერთობანი ან მოქმედებანი ვერ შეიძენს ლეგიტიმურ ხასიათს. აქტის არარად აღიარების საფუძვლების დადგენისას კანონმდებელი მიზნად ისახავს ადმინისტრირების კანონიერებისა და პირის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას. ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლო წესით აქტის არარად აღიარება, ანუ აქტის არარად აღიარების ერთ-ერთი საფუძვლის დადგენა – დადასტურება იწვევს მძიმე იურიდიულ შედეგს, რადგან მის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებები ასევე მიიჩნევა არალეგიტიმურად (იხ. საქმე Nბს-1300-876(კ-05)).
უფლებამოსილების არარასებობაზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რომელის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არ აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. უფლებამოსილების გადამეტება ცხადია ნიშნავს უფლებამოსილების არქონას. თუმცა, ამ მუხლზე დაყრდნობით არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადება არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების ერთობლივ შინაარსს შემდეგ გარემოებათა გამო: 2005 წლის 24 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს ზოგად http://progressnews.press/wp-content/uploads/2023/02/%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98-300x170.jpgადმინისტრაციულ კოდექსში დაკონკრეტდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი ხასიათი და მისი გაუქმების სამართლებრივი შედეგები. შედეგად მივიღეთ აქტის არარად აღიარების, გამოცემისთანავე უკანონო აქტის ბათილად ცნობის და გამოცემისას კანონიერი, მაგრამ შემდგომში ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოების შეცვლის გამო უკანონო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები. ამ ცვლილებების შემდეგ სზაკ-ის 5.3 მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ პრაქტიკაც დაადგინა და განმარტა: „60.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აქტის არარად აღიარების ერთ-ერთი საფუძველი -აქტის გამოცემა არაუფლებამოილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ, საკანონმდებლო ცვლელებების განხორციელებამდე მოქმედ რედაქციაში ფორმულირებული იყო აქტის ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად. შესაბამისად, 5.3 მუხლის დანაწესი ადეკვატური იყო 2005 წლის 24 ივნისამდე მოქმედ მე-60 მუხლის ტექსტთან. მას შემდეგ, რაც ეს საფუძველი განეკუთვნა აქტის არარად აღიარების შემთხვევას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.3 მუხლი შესაბამისობაში უნდა მოსულიყო მოქმედ 60.1 მუხლთან, რაც არ განხორციელდა. ეს ფაქტი საკანონმდებლო ხარვეზით უნდა აიხსნას და არცერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული 5.3 მუხლის ტექსტისთვის რაიმე სხვა გამოყენების თვალსაზრისის შემუშავება, რადგან ასეთ პირობებში, მთლიანად ინგრევა ის ლოგიკური სქემა, რომელიც კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართლის თეორიის და მისი ინსტიტუტების კვალიფიციური გააზრებით ჩამოაყალიბა 2005 წელს. ამდენად, 5.3 მუხლისთვის რაიმე განსხვავებული, ახალი შინაარსის მინიჭება სრულიად წინააღმდეგობრივი და არასწორია. ადმინისტრაციული სამართლის დოქტრინა აქტის არარად აღიარების საფუძველს – არაუფლებამოილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემა, არ ჰყოფს ტერიტორიულ და საგნობრივ არაუფლებამოსილების კუთხით, ნებისმიერი გადაცდომა კომპეტენციის ფარგლებიდან იწვევს აქტისთვის იურიდიული ძალმოსილების გამოცლას და მისი აღსრულება დაუშვებელია“ (საქმე Nბს-1477-1459(2კ-11)).
კომპეტენციის აღრევა და არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ აქტის გამოცემა პირდაპირ არღვევს ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს- უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე. კერძოდ: სზაკ-ის მე-5 მუხლი აყალიბებს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის კანონიერების პრინციპს, რაც გულისხმობს კანონმდებლობით ადმინისტრაციული ორგანოების შებოჭვას. სზაკ-ის 5.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მოცემულ ნორმაში გაცხადებულია კანონის უზენაესობის პრინციპი. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს ეკრძალებათ კანონისგან გადახვევა. მათ ყოველთვის უნდა იხელმძღვანელონ და გამოიყენონ კანონი და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება. კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფით მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა. შესაბამისად, კომპეტენციების დაცვა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად. სხვა ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საჯარო წესრიგს და სამართლებრივ სახელმწიფოში სტაბილური მმართველობის განხორციელებას. სწორედ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონმდებელმა არაუფლებამოსილი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ მიღებული/გამოცემული აქტისთვის ნულოვანი სამართლებრივი შედეგი განსაზღვრა. კერძოდ, ასეთი აქტი არაა. მაშასადამე, მას კანონმდებელი მიღების მომენტიდანვე აცლის იურიდიულ ძალას/არ გააჩნია იურიდიული საფუძველი. შედეგად, ასეთი აქტი ვერ იძენს სამართლებრივი აქტის შინაარსს, ვერ ახდენს იურიდიულ ზემოქმედებას, ვერ ცვლის სამართლებრივ მდგომარეობას, არ გააჩნია აღსრულების ბერკეტი და არ არსებობს მისგან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების შენარჩუნების კანონიერი შესაძლებლობა. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა იცავს მოქალაქეებს, რომელთაც კანონიერი მოლოდინი გააჩნიათ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მმართველობა კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპების საფუძველზე განხორციელდეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც დაიდო ხელშეკრულება. ამ ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ კანონმდებელს არამართლზომიერი აქტის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებაც არამართლზომიერად მიაჩნია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მართალია არ აკონკრეტებს არარა აქტების საფუძველზე დადებული ხელშეკრულებების სამართლებრივ ბედს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკითხთან დაკავშირებით არსებობს დადგენილი სასამართლოს პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „ის გარემოება, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავში უშუალოდ არ არის მითითებული არარა აქტის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბედი, შეიძლება აიხსნას მხოლოდ საკანონმდებლო ხარვეზით და სწორედ სზაკ-ის 70-ე მუხლის ანალოგიით არარა აქტების საფუძველზე დადებული ხელშეკრულების მიმართ უნდა გავრცელდეს ადეკვატური სამართლებრივი მიდგომა, კერძოდ, ხელშეკრულების უპირობო ბათილობა“.(იხ. საქმე Nბს-1300-876(კ-05))
მოცემულ შემთხვევაში, აქტები გამოსცა არაუფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ და მათ საფუძველზეც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები. სზაკ-ის 66-ე მუხლი ადგენს, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულების მონაწილე მხარე, მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით თავიდანვე უნდა იყოს ხელშეკრულების კანონიერების გარანტი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 უხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ჯეროვნად შეუსრულებლობა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. ამდენად, არარა აქტის გამოცემა პირდაპირ და ცალსახად ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. აქედან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელი სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით მავალდებულებელ სარჩელთან შედარებით უფრო მაღალი ხარისხით ხასიათდება.
მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის უძრავი ქონების პრივატიზაციის პროცესის დამაგვირგვინებელი დოკუმენტი. ხელშეკრულების დადებამდე პრივატიზაციის პროცესი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მთელი რიგი საჯარო მოქმედებების განხორციელებას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას. მოცემული პროცესის განხორციელებისას მიღებული სამართლებრივი აქტების არარად ცნობა ქმნის მათი საბოლოო შედეგის _ ნასყიდობის ხელშეკრულების არარად აღიარების აუცილებელ, გარდაუვალ და თანმდევ პირობას. უფრო კონკრეტულად:
არარა აქტების საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები ვერ იქნება მიჩნეული მართლზომიერად, რამდენადაც პირდაპირი კავშირია სადავო ადმინისტრაციულ აქტებსა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს შორის. კერძოდ, ადმინისტრაციული აქტი ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების საფუძველია და ეს დამახასიათებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზისთვის. კერძოდ: ქონების საპრივატიზებო ნუსხაში შეტანა, პრივატიზაციის ფორმის განსაზღვრა, ფასის დადგენა, გამარჯვებულად გამოცხადება – ის ადმინისტრაციული აქტებია, რომლებიც გამოიცემა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე და რომელთა შინაარსი განსაზღვრავს შემდგომში ხელშეკრულების არსებით პირობებს (ხელშეკრულების საგანს, სუბიქტს, ფასს, გადახდის წესს, განკარგვის შესაძლებლობას და სხვა).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, „სამართლებრივი თვალსაზრისით შეუძლებელია არარა აქტის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება მართლზომიერად იქნეს მიჩნეული… ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სამართლებრივი შედეგის ვერწამომშობი არარა აქტის საფუძველზე, ვერ იქნება განხილული, როგორც სამართლით, მათ შორის პროცესუალურ-სამართლებრივი ინსტრუმენტებით დაცული ნების გამოვლენა“. (იხ. საქმე Nბს-1300-876(კ-05)).
უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარე, რომელთანაც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები, ვერ ისარგებლებს კანონიერი ნდობის პრინციპითაც, რამდენადაც იგი არ გამოიყენება არარა აქტების მიმართ. საკასაციო სასამართლო განმარტავს: „ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – კანონიერი ნდობის ინსტიტუტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას არარა აქტების მიმართ, რამდენადაც: 1. ამგვარი აქტები არ არის იურიდიული ძალის მქონე; 2. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მითითებული ინსტიტუტის გამოყენების შესაძლებლობას უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და არა მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. 3. კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა.“(იხ. საქმე N1477-1459(2კ-11); Nბს-1300-876(კ-05)).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ქონების განკარგვა და კოსტავას 77-ში მდებარე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში გამოცემული სამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე დადებული ხელშეკრულებები არარად უნდა იქნას აღიარებული.
progressnews
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.