Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არ წყვეტს თავდასხმებს დონეცკსა და ლუგანსკში, თუმცა დიდ ზარალს განიცდის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ძალებზე ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა


დამპყრობლების დიდი ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს დონბასში, დონეცკსა და ლუგანსკში დიდი დანაკარგები აქვს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მთავარსარდლის შტაბის შეხვედრაზე მოისმინეს უკრაინელი მეთაურების გაფართოებული და დეტალური მოხსენებები ფრონტის ხაზიდან.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ისაუბრა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და ჩვენს პოზიციებზე მტრის სარაკეტო თავდასხმების შესახებ. რა თქმა უნდა, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების შესახებ ანგარიშები განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. ყველაფერს ვაკეთებთ იქ მტრის თავდასხმების შესაკავებლად. მუდმივ, ინტენსიურ თავდასხმებს რუსეთი არ წყვეტს, თუმცა დიდ ზარალს განიცდის. ოკუპანტები იქ იარაღის მთელ სპექტრს იყენებენ ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ, მათ შორის ცრემლსადენი ყუმბარების ჩათვლით. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ძალებზე დიდი ზეწოლის მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...