Jump to content
Planeta.Ge

მდინარაძე ორგანიზაციების შემოსავლებზე: ეს ინფორმაცია მიმოფანტულია და ერთ რეესტრში გვინდა თავმოყრა


მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა.

ჟურნალისტის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაორგანიზაციები თავიანთი ფინანსების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ საგადასახადო და აუდიტის სამსახურებში და, ამასთანავე, არსებობს გრანტების რეესტრიც.

უკვე არსებული მონაცემები ამ ორგანიზაციების ფინანსებზე ინფორმაციის მისაღებად საკმარისი რატომ არ არის, – მიმართა ჟურნალისტმა მდინარაძეს.

– მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაორგანიზაციების შემოსავლებსა და ხარჯებზე მონაცემები ხელმისაწვდომია, თუმცა „ეს ინფორმაცია გაფანტულია“ და „აქ სიმარტივეზეა საუბარი, რომ ერთი რეესტრი იყოს“ – განაცხადა მდინარაძემ.

„მე რომ ერთი ლარი ვიღაცამ ჩამირიცხოს, როგორც პარტია „ქართულ ოცნებას“, მე მაქვს ვალდებულება, რომ ამ ერთი ლარის შესახებაც ვაცნობო აუდიტის სამსახურს. ორგანიზაციას შეიძლება ჩაერიცხოს 100 მილიონი და ისინი ამბობენ, რომ არავის საქმე არ არის“.

ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ისედაც გამჭვირვალეები ვართ – ვებგვერდზე გამოქვეყნებული გვაქვს, USAID ამონიტორინგებს და ა.შ. ასეა გაფანტული სადღაც რაღაც ინფორმაცია. დღეს ერთმა თქვენმა კოლეგამ რა მკითხა, იცით?, როგორო, საშემოსავლოს ხომ იხდიან და საგადასახადოში ხომ არის დეკლარაცია წარდგენილიო. ვითომ გვეთანხმებიან და ამბობენ გამჭვირვალობა ისედაც არისო, ისედაც როგორ ყოფილა და მათი არგუმენტი რა აღმოჩნდა, არ იცით? საშემოსავლოში უნდა დათვალო ხელფასი რამდენია და იმით უნდა ივარაუდო, რამდენი და რა არის, ხომ წარმოგიდგენია?!

ჟურნალისტი: მაგის გარდა არსებობს გრანტების რეესტრი, რომელიც ასევე საშემოსავლოშია, ეს მათი საჭიროება, რომ დღგ-გან გათავისუფლდნენ და შესაბამისად, დააფიქსირო, რამდენ გრანტს იღებენ. ეს ერთი ნაწილი, მეორე – ასევე, არის აუდიტის სამსახურის ბრძანება, რომელიც ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტს აწესებს. იქაც საკმაოდ ჩაშლილია. ეს პირდაპირ ეხებათ არაკომერციულ, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, იმავე არასამთავრობო ორგანიზაციებს… ეს რატომ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რა ტიპის…

მდინარაძე: საკმარისზე არაა, აქ არის გამჭვირვალობაზე, ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ბრძანებთ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებშია – ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტები დგება საგადასახადოში და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი გაფანტულია. აქ ერთი ნიშანია – შენი ქვეყნის გარედან იღებ თუ არა შენ დაფინანსებას და რა სახით, რომ ეს ერთ რეესტრში იყოს მოქცეული, რომ კაცმა საშემოსავლო კი არ თვალოს, მერე გრანტების რეესტრში – ეს გრანტი იმან მიიღო, ეს გრანტი ამან მიიღო. მერე წამოვიდეს აქ და ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტებში იქექოს, მაშინ უნდა დასჭირდეს ადამიანს, გაერკვეს ამ ყველაფერში, საბუღალტრო რევიზორები სჭირდება, ერთი 10 კაცის დაქირავება, რომ ამოიღოს ეს ყველაფერი. აქ გამარტივებასა და სიმარტივეზეა საუბარი, რომ ერთი რეესტრი და ერთი მიმართულებით ვალდებულება იყოს“. – განაცხადა მდინარაძემ.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...