ერთ წელიწადში რუსების მიერ საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა თითქმის 50%-ით გაიზარდა
იანვარში რუსების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, 21,89%-ით გაიზარდა, რაც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ კომპანია BD-GROUP-ის ექსპერტებმა სააგენტო Lente.ru-ს განუცხადეს.
ამასთან, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოში საცხოვრებელი ფართის შეძენაზე რუსების მხრიდან მოთხოვნა, 2022 წლის იანვართან შედარებით, 47,39%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის იანვართან შედარებით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში პოზიტიურმა დინამიკამ 191,96% შეადგინა.
ექსპერტების შეფასებით, წლის დასაწყისში საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით რუსების მომართვიანობის რაოდენობა, როგორც წესი, იზრდება. მაგალითად, ასე იყო 2022 წლის იანვარში, როცა მაჩვენებელი, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, 40,97%-ით, ხოლო 2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 38,6%-ით გაიზარდა.
მიმდინარე თვის დასაწყისში BD-GROUP-მა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეები 2022 წელს საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვის გლობალურ მოთხოვნაში ლიდერები გახდნენ. კომპანიის მონაცემებით, საქართველოში საცხოვრებლის შეძენის მომართვიანობაში რუსების წილმა გასულ წელს 86,32% შეადგინა.
იხილეთ ასევე: საქართველოში უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენაში რუსების წილმა 86,32% შეადგინა - BD-GROUP
bpn.ge
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.