Jump to content
Planeta.Ge

იტალია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების სამ სახეობას მიაწვდის


იტალია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების სამ სახეობას მიაწვდის. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“როდესაც საუბარია ქვეყანაზე, რომლის მიმართაც აგრესია იქნა ჩადენილი, მაშინ ნებისმიერი იარაღი, რომელიც მას მიეწოდება თავდაცვისთვისაა. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ვკონცენტრირდებით. საფრანგეთთან ერთად ბევრს ვმუშაობდით ამაზე, რომ ჩვენი ტექნოლოგიები გაგვეერთიანებინა. მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში SAMP-T საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი არის, ასევე საჰაერო თავდაცვის სხვა სისტემებიც - Skyguard და Spike. დღეისთვის სტრატეგიული მიზანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა”, - განაცხადა მელონიმ.

ზელენსკიმ იტალიის მხრიდან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს “ძლიერი” უწოდა.

“პაკეტი ძლიერია. ნამდვილად მივიღებთ SAMP-T-ს - საჰაერო თავდაცვის სერიოზულ სისტემებს, ძვირადღირებულ რაკეტებს, მაგრამ სიცოცხლე ყველაზე ძვირადღირებულია. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან სერიოზული ტექნოლოგიებია. ამაზე დიდხანს ვმუშაობდით. იტალიის პრემიერ-მინისტრის პირადმა ლიდერობამ საშუალება მოგვცა ეს სისტემები მიგვეღო”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

palitranews

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...