ჯეიკ სალივანი - კიევში ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთს უსაფრთხოების არანაირი გარანტიები არ მოუცია
კიევში ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთს უსაფრთხოების არანაირი გარანტიები არ მოუცია. ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს.
“მათ [რუსებმა] მხოლოდ შეტყობინების მიღება დაადასტურეს. გაცვლა არ იყო. ეს მხოლოდ შეტყობინება და მიღების დასტური იყო, [უსაფრთხოების] არანაირი გარანტიები”, - აღნიშნა სალივანმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსულ მხარეს უსაფრთხოების ზომების გაძლიერება არ გაკვირვებოდა, მათ აშშ-ის პრეზიდენტის გრაფიკის დეტალები გადაეცათ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.