Jump to content
Planeta.Ge

ხომ შეიძლება „სვეტაფორები" ღამ-ღამობით გამოვრთოთ - ინჯია გომელაურს


ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

„ევროპელი სოციალისტების” წევრმა, ფრიდონ ინჯიამ მინისტრს მიმართა შეკითხვით, შეიძლება თუ არა, ღამის საათებში გამოირთოს შუქნიშნები.

„მთელი ღამით სრული დატვირთვით მუშაობს „სვეტაფორები”, ჩვეულებრივ რეჟიმში. ეს საკითხი თქვენ გეხებათ და შეგიძლიათ, დააყენოთ საკითხი, რომ ღამის საათებში ეს „სვეტაფორები” გადავიდნენ ციმციმა რეჟიმში, ანდა გამოირთონ”, – თქვა მან.

საქართველოს პარლამენტის წევრმა ასევე ისაუბრა გზებზე არსებული ბარიერების, ე.წ. „ბუგაროკების” აღებასა და ვიდეოკამერებით ჩანაცვლებაზე.

ამ და სხვა შეკითხვებს პასუხს მინისტრი სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ გასცემს.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...